ივლისში ჯასტინ ტიმბერლეიკი კონცერტს ბაქოშიც გამართავს

ივლისში ჯასტინ ტიმბერლეიკი კონცერტს ბაქოშიც გამართავს

View this post on Instagram

A post shared by ITICKET.AZ (@iticket.az)

შეგახსენებთ, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი საქართველოში დინამო არენაზე გაიმართება. ბილეთების წინასწარი გაყიდვები 7 აპრილს, გაყიდვები კი 8 აპრილიდან დაიწყო და Black Sea Arena-ს ინფორმაციით, ყველა, 55 000-ვე ბილეთი 6 საათში გაიყიდა. ბილეთების ფასი 125-დან 1400 ლარამდე მერყეობდა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ და მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერების მიზნით, კამპანია Starring Georgia 2023 წამოიწყო.

სახელმწიფო სუბსიდირებით დაგეგმილ კამპანია Starring Georgia-ზე 2 წლის განმავლობაში – 2023 – 2024 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი უნდა დახარჯულიყო. მაშინდელი პრემიერი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ გასულ წელს კონცერტებიდან სახელმწიფო 100 მლნ ლარზე მეტის შემოსავალს ელოდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *