რწმუნებულის ადმინისტრაციაში bm.ge-ს უთხრეს, რომ ამ დრომდე თანამდებობას ლევან სანიკიძე იკავებდა, რომელმაც პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ოფიციალური ინფორმაციით, მამუკა ხიმშიაშვილი რამდენიმე მიმართულების კურირებას გაუწევს. მათ შორისაა ქონების პრივატიზებისა და სასარგებლო წიაღისეულის საკითხები, სახელმწიფო შესყიდვები და სატენდერო კომისიის ხელმძღვანელობა. ასევე, ხიმშიაშვილის საქმიანობა შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებს და კოორდინაციას ცენტრალურ სამინისტროებთან და მათ რეგიონულ სტრუქტურებთან.
ადმინისტრაციისვე ინფორმაციით, მამუკა ხიმშიაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ამ დრომდე ის ქუთაისის მერის მოადგილის პოზიციას იკავებდა. 2023-2024 წლებში ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 2021-2023 წლებში — ამბროლაურის მერის მოადგილე. წარსულში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში.