იმოგზაურე “მერე” ბარათით და გაანაწილე სამოგზაურო ხარჯები

იმოგზაურე “მერე” ბარათით და გაანაწილე სამოგზაურო ხარჯები

თუ გაზაფხულზე საქართველოში დასვენება გხიბლავს ან უკვე ფიქრობ ზაფხულის სანაპიროებზე, გეგმავ საშემოდგომო მოგზაურობას ევროპაში ან თუნდაც მაგიურ საშობაო ბაზრობებზე დასწრებას — ახლა საუკეთესო მომენტია, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმო და ხარჯი ჭკვიანურად გაანაწილო.

რა შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე წინასწარ დაგეგმილი მოგზაურობა, მაშინ, როცა ზუსტად იცი, რა გელოდება, სად დაისვენებ და როგორ გაანაწილებ ხარჯებს ისე, რომ შენს ბიუჯეტს ზედმეტ ტვირთად არ დააწვეს? ზუსტად ამისთვის, სილქ ბანკის მერე ბარათი გთავაზობს გზას, რომელიც მოგზაურობის გამარტივების საშუალებას გაძლევს.

დაგეგმე მოგზაურობა მერე ბარათით მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, შეიძინე ბილეთები და სხვა ტურისტული სერვისები, ხოლო ხარჯი 6 თვეზე გაანაწილე, ეფექტურ 0%-ად – ანუ ზუსტად იმდენს გადაიხდი, რამდენსაც დახარჯავ, ყოველგვარი დამატებითი პროცენტებისა და საკომისიოების გარეშე.

1 მაისიდან 15 მაისის ჩათვლითაირჩიე მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულება და შეიძინე სერვისები შემდეგ პლატფორმებზე:

  • ავიაბილეთები: Wizz Air, EasyJet, Lufthansa, Pegasus, Flydubai
  • სასტუმრო/აპარტამენტი: Booking com, Airbnb
  • ევროპულ ქალაქებს შორის ტრანსპორტი: Omio, Flixbus
  • კონცერტები, სპორტული თამაშები და შოუები: Ticketmaster, Viagogo
  • ექსკურსიები, ტურები და მუზეუმის ბილეთები: Get Your Guide
  • დისნეის პარკები: Walt Disney Theme Parks

იდეალურია, როცა არ გიწევს, თავი შეიკავო ერთჯერადი დიდი ხარჯისგან და შეგიძლია კომფორტულად დაგეგმო ყველაფერი.

თუ გაზაფხულზე საქართველოში დასვენებას ანიჭებ უპირატესობას, მაისის უქმე დღეების კახეთში გატარება იდეალური არჩევანია. სილქ ბანკის „მერე“ აქაც გაძლევს ხარჯების ჭკვიანურად განაწილების შესაძლებლობას. დაჯავშნე ნომერი Park Hotel-ში და მიიღე საჩუქრად ან დამატებითი ღამე ან დამატებითი ოთახი. იდეალურია ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად დასვენებისთვის. თანაც, გადახდა გაანაწილე მომდევნო 4 თვეზე, ისევ ეფექტური 0%-ით. შეთავაზება ძალაშია 31 მაისის ჩათვლით.

ყოველდღიური სტრესისა და დაღლილობის მოსახსნელად, რადისონ ბლუ ივერია თბილისი და რადისონ ბლუ ბათუმი მაისში გთავაზობს ფასდაკლებებს მერე ბარათით გადახდისას.

რადისონ ბლუ ივერია თბილისში 20% ფასდაკლებას მიიღებ სხვადასხვა სერვისებზე, დარჩენილ თანხას კი 4 თვეზე გაანაწილებ, ეფექტურ 0%-ად: ივარჯიშე თანამედროვე სპორტდარბაზში, ან ისარგებლე აუზითა და საუნით, სცადე ანტიცელულიტური მასაჟები.

რადისონ ბლუ ბათუმში კი 30% ფასდაკლებას მიიღებ, დარჩენილ თანხას აქაც 4 თვეზე გაანაწილებ, ეფექტურ 0%-ად: სცადე სახის, ტანის ან ანტიცელულიტური მასაჟები.

თუ ჯერ არ გაქვს „მერე“, მის მისაღებად მხოლოდ რამდენიმე წუთი გჭირდება, რაც მთავარია ბარათის აღებას უფასოდ შეძლებ:

გაქვს ახლა, იხდი მერე!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *