გუშინ გამართულ სხდომაზე, ინდოეთის პრემიერმა ნარენდრა მოდიმ მთავრობას პაკისტანის მიმართ არაერთი ზომის მიღება დაავალა, მათ შორის 65 წლის ისტორიის მქონე წყლის შეთანხმების მოქმედების შეჩერება, რომელიც ორივე ქვეყანას სასოფლო-სამეურნეო მიწების ირიგაციის საშუალებას აძლევს. ასევე, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაკისტანთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ გამოაცხადა, ხოლო პაკისტანის მოქალაქეების მიერ ინდოეთის ტერიტორიის 48 საათში დატოვების ბრძანება გამოსცა.
საპასუხოდ კი, პაკისტანმა ყველა ორმხრივი შეთანხმების შეჩერება დააანონსა, მათ შორის სიმლას შეთანხმების, რომელიც ერთგვარი სამშვიდობო შეთანხმებაა ორ ქვეყანას შორის, იგი 1972 წელს პაკისტანისგან ბანგლადეშის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გაფორმდა.
ინდოეთის გადაწყვეტილებები იმაზე მეტყველებს, რომ ოფიციალური დელი ქაშმირში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას პაკისტანს აკისრებს.
ცნობისთვის, ქაშმირი ინდოეთის მიერ ადმინისტრირებული რეგიონია, რომელიც 1947 წლიდან ინდოეთსა და პაკისტანს შორის სადავო ტერიტორიას წარმოადგენდა, 1959 წლიდან კი ინდოეთსა და ჩინეთს შორის.