ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ – დონალდ ტრამპი

ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ – დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“შეერთებული შტატების შუამავლობით, ღამით ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ინდოეთი და პაკისტანი შეთანხმდნენ ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე. ვულოცავთ ორივე ქვეყანას საღი აზრისა და დიდი ინტელექტის გამოყენებას. გმადლობთ ამ საკითხზე ყურადღებისთვის!”,- დაწერა ტრამპმა.

ორი ქვეყანა ერთმანეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს მიმდინარე კვირის ოთხშაბათიდან ახორციელებდნენ, მას შემდეგ, რაც ინდოეთმა, ქაშმირში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ, პაკისტანი დაბომბა. პაკისტანმა დრონებით საპასუხო თავდასხმა შაბათს დილით ოფიციალურად დაიწყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *