“ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე“ ინდოეთმა პაკისტანიდან იმპორტი აკრძალა.
ინდოეთის საგარეო ვაჭრობის გენერალური დირექტორატის განცხადებით, აკრძალვა დაუყოვნებლივ ამოქმედდება.
„ეს შეზღუდვა მიღებულია ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ინდოეთი პაკისტანს ადანაშაულებს 22 აპრილს კურორტ პაჰალგამის მახლობლად მომხდარი თავდასხმასთან კავშირში. ისლამაბადი უარყოფს ბრალდებებს.
ოთხშაბათს ინდოეთმა ასევე გამოაცხადა, რომ საჰაერო სივრცეს ხურავდა ყველა პაკისტანური თვითმფრინავისთვის. მანამდე მსგავსი ზომა პაკისტანმა მიიღო.
პაჰალგამში თავდასხმა 22 აპრილს მოხდა, რასაც 26 ადამიანი ემსხვერპლა.