ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა. ინდური მედიის თანახმად, სამოქალაქო საავადმყოფოს პერსონალის საცხოვრებელ ტერიტორიაზე 75 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

მედიის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში მყოფი ერთი ადამიანი გადარჩა.

ცნობისთვის, ავიაკომპანია „ეარ ინდიას“ კუთვნილი თვითმფრინავი აჰმედაბადის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა. თვითმფრინავი ლონდონში მიფრინავდა.

ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მსხვერპლთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *