ინდოეთში Aryan Aviation-ის ვერტმფრენი ჩამოვარდა – ბორტზე მყოფი 7 ადამიანიდან ყველა დაიღუპა

ინდოეთში Aryan Aviation-ის ვერტმფრენი ჩამოვარდა – ბორტზე მყოფი 7 ადამიანიდან ყველა დაიღუპა
ინდოეთში, უტარკჰანდის შტატში Aryan Aviation-ის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 7 მგზავრიდან ყველა მათგანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორისაა პილოტიც. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო timesofindia ავრცელებს.

ავიაციის სამინისტროს განმარტებით, კედარნათის მიმართულებით მიმავალი ვერტმფრენი, სავარაუდოდ, ცუდი ამინდის პირობების მიუხედავად, მაინც ახორციელებდა ფრენას. ინციდენტის გამო, უტარაკჰანდის მთავრობამ ვერტმფრენების მომსახურება ორი დღით შეაჩერა და მთის ავიაციის ოპერაციების უსაფრთხოების მასშტაბური შემოწმება დაიწყო.

Aryan Aviation-ის ვერტმფრენი კედარნათიდან დილის 05:30 საათზე აფრინდა და გუპტკაშისკენ მიემართებოდა, როდესაც აფრენიდან მალევე მასთან კონტაქტი შეწყდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *