გავრცელებული ინფორმაციით, ვულკანი, რომელიც კუნძულ ფლორესზე მდებარეობს, სამშაბათს, ადგილობრივი დროით 17:35 საათზე ამოიფრქვა და სიმაღლემ 11 კმ-ს მიაღწია. სტიქიის შედეგად გართულებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი დონის განგაში გამოცხადდა, კრატერიდან 7 კმ-ის რადიუსში მცხოვრებ რეზიდენტებს კი აქტივობებისგან თავის შეკავების რეკომენდაცია მიეცათ.
ბალის მიმართულებით, ისევე როგორც კუნძულიდან, გაუქმდა Air India-ს, Air New Zealand-ის, Jetstar-ის, Juneyao Airlines-ის, Singapore Airlines-ისა და Virgin Australia-ს რეისები. თავად ბალი კი კუნძულ ფლორესის დასავლეთით მდებარეობს.
კუნძულზე ვულკანი ბოლოს მაისში ამოიფრქვა, მანამდე კი გასული წლის ნოემბერში, როდესაც სტიქიას 9 ადამიანი იმსხვერპლა, განხორციელდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. ამჟამად, სულ მცირე ერთი სოფელია ევაკუირებული.