იოსელიანმა წლიური საპარლამენტო ანგარიში წარადგინა – ომბუდსმენის ძირითადი აქცენტები

იოსელიანმა წლიური საპარლამენტო ანგარიში წარადგინა – ომბუდსმენის ძირითადი აქცენტები
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ერთპარტიული პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წლიური საპარლამენტო ანგარიში წარადგინა.

2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშში ასახული ძირითადი მიგნებები, რომლებზეც მან ყურადღება გაამახვილა შემდეგია:

სახალხო დამცველმა მიმოიხილა ოკუპირებულ ტერიტორიებსა თუ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა უფლებრივი მდგომარეობა და დევნილთა განსახლების პრობლემები.

ვრცლად ისაუბრა 2024 წელს საპროტესტო აქციებზე გამოვლენილ უფლებადარღვევებთან დაკავშირებით. ხაზი გაუსვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზებს, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებს.

ასევე, განიხილა პენიტენციურ დაწესებულებებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოკვეთილი პრობლემები; ისაუბრა დიდი ზომის ფსიქიატრიული და შშმ პირთა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის გაჭიანურებულ პროცესზე.

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა, ბავშვთა და ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, მათ შორის, ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობების პრევენციაზე.

ცალკე გამოყო წყალზე უფლების რეალიზაციის საკითხი, ჯანმრთელობის, შრომის და ღირსეული ანაზღაურების უფლებების უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ცვლილებები; ასევე, საკუთრების უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარვეზები.

ისაუბრა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა სამოქალაქო ინტეგრაციისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებზე; სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის და თანასწორობის დაცვის საკითხებზე. მოკლედ მიმოიხილა რწმენისა და რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა.

“არცერთი სამართალდამცველის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა” – რა წერია ომბუდსმენის ანგარიშში აქციებზე?

უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა – სახალხო დამცველის ანგარიში

“უნდა დადგინდეს, გახდა თუ არა ადამიანების გარდაცვალების მიზეზი სახელმწიფოს უმოქმედობა” – ომბუდსმენი შოვის საქმის გამოძიების პრობლემებზე

შემაშფოთებელი იყო სამართალდამცველებისგან ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და სისასტიკის ხარისხი – სახალხო დამცველი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *