ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ოცნების” მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ “მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები”.
“საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას”,- დაწერა მოგვიანებით სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძემ.
საქართველოსა და უნგრეთის პრემიერების შეხვედრა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.