ირაკლი კობახიძე იტალიაში გაემგზავრა

ირაკლი კობახიძე იტალიაში გაემგზავრა
“ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიაში გაემგზავრა, სადაც საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე დაესწრება ასევე საზეიმო მიღებას, რომელიც საქართველოს გენერალური საკონსულოს ინაუგურაციისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *