ირანისთვის ტრამპის ახალი სანქციების მუქარამ, ნავთობის ფასი 2%-ით გაზარდა

ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს
ხუთშაბათს ნავთობის ფასი თითქმის 2%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მეორადი სანქციებით დაემუქრა, აშშ-ირანის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის გადადების ფონზე.

ტრამპმა თქვა, რომ ირანული ნავთობისა და ნავთობქიმიური პროდუქტების ყველა შესყიდვა უნდა შეწყდეს და ნებისმიერი ქვეყანა ან პირი, რომელიც მათ ირანიდან ყიდულობს, დაუყოვნებლივ დაექვემდებარება მეორად სანქციებს. მისი კომენტარი ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების გადადებას მოჰყვა, რომელიც შაბათს რომში უნდა გამართულიყო. ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა Reuters-ს, რომ მოლაპარაკებების ახალი თარიღი დადგინდება აშშ-ს მიდგომიდან გამომდინარე.

1.8%-იანი მატების შემდეგ Brent-ის ნავთობის ფიუჩერსები ბარელზე 62,13 დოლარად შეფასდა, ხოლო WTI-ის ფასმა 59,24 დოლარი შეადგინა.

მიუხედავად მცირე მატებისა, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი შემცირებულია. წინა წელთან შედარებით Brent-ის ფასი თითქმის 28%-იან კლებას აჩვენებს.

ბოლო პერიოდში ნავთობის გაიაფება OPEC-ის გარშემო გავრცელებულ ცნობებს უკავშირდება. არსებობს მოლოდინი, რომ ყაზახეთი და სხვა თანამოაზრე სახელმწიფოები ენერგეტიკულ ალიანსს დატოვებენ და საუდის არაბეთის წინააღმდეგ ფასების ომს დაიწყებენ, რაც, საბოლოო ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით ფასების შემცირებამდე მიგვიყვანს. მართალია, OPEC-ის დაშლის საფრთხეს ანალიტიკოსები მოსალოდნელად არ აფასებენ, თუმცა ის რისკი, რომელიც არსებობს, ამჟამად ნავთობის ფასზე ნეგატიურად არის ასახული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *