ირანი ყველა ვარიანტს იტოვებს თავდაცვისთვის აშშ-ის მიერ მის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შემდეგ. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაკჩიმ X-ზე დაწერა და განაცხადა, რომ თავდასხმები „აღმაშფოთებელი იყო და მას სამუდამო შედეგები მოჰყვება“.
აშშ-მა ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტი დაბომბა. დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ მშვიდობა უნდა დაამყაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი თავდასხმები „გაცილებით უფრო მასშტაბური“ იქნება. მისივე თქმით, “აშშ-ის წინააღმდეგ ირანის ნებისმიერ შურისძიებას პასუხად მოჰყვება იმაზე გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე ვიხილეთ”.
ირანის ატომური ენერგიის სააგენტომ მკაცრად დაგმო აშშ-ის მიერ მის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები, მათ საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა და პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბირთვულ პროგრამას.
ირანული მედიის თანახმად, აშშ-ის იერიშამდე ირანის სამი ბირთვული ობიექტიდან ევაკუაცია განხორციელდა.