ირანის პორტში მომხდარ აფეთქებას 25 ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულია 800 ადამიანი

ირანის პორტში მომხდარ აფეთქებას 25 ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულია 800 ადამიანი
ირანის ერთ-ერთ მთავარ პორტში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავდა 800 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა იუწყება, რომ ირანის უდიდეს პორტში, ბანდარ აბასში, შაჰიდ რაჯაის მონაკვეთზე აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც ახლომდებარე შენობები და ავტომობილები დაზიანდა.

Ambrey Intelligence-ზე დაყრდნობით, ხანძარი ირანის ბალისტიკური რაკეტებისთვის განკუთვნილი მყარი საწვავის ტვირთისადმი გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგი იყო. ირანის ეროვნული კატასტროფების მართვის ორგანიზაციის განცხადებით, შაჰიდ რაჯაის პორტს ქიმიკატების უსაფრთხო შენახვასთან დაკავშირებით ოფიციალური პირებისგან გაფრთხილება მიღებული ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ შაჰიდ რაჯაის პორტი არის ირანის უდიდესი და ყველაზე მოწინავე საპორტო ტერმინალი, რომელიც კომერციული გემების ტრანზიტს ემსახურება. იგი მდებარეობს ჰორმუზის სრუტეში, ნავთობის ტვირთების გადაზიდვის მთავარ არხზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *