ირანი აშშ-ის თავდასხმების დასაგმობად გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას ითხოვს

ირანი აშშ-ის თავდასხმების დასაგმობად გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას ითხოვს
ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა, ნათქვამია კვირას გამოქვეყნებულ წერილში, რომელშიც ირანი მოუწოდებს საბჭოს, დაგმოს აშშ-ის მიერ მის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები.

წერილში ირანის ელჩმა გაეროში, ამირ საეიდ ირავანიმ აშშ-ის თავდასხმას „რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხე“ უწოდა. მან დაადასტურა თავდასხმის დეტალები, რომლის სამიზნეც კვირა დილის გამთენიისას ფორდოს, ნათანზისა და ისპაჰანის ბირთვული ობიექტები გახდა.

ის გაეროს მოუწოდებს საგანგებო სხდომა მოიწვიოს, „რათა განიხილონ ეს უკანონო ქმედება, მიიღონ აუცილებელი ზომები მის დასაგმობად და უზრუნველყონ, რომ პასუხისმგებელი პირები დაუსჯელები არ დარჩნენ“.

აშშ-მა ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტი დაბომბა. დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ მშვიდობა უნდა დაამყაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი თავდასხმები „გაცილებით უფრო მასშტაბური“ იქნება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა აშშ-ის მიერ ირანში სამი ბირთვული ობიექტის დაბომბვა „სახიფათო ესკალაციად“ შეაფასა.

„ძალიან შეშფოთებული ვარ შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებით“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *