ირანმა ისრაელში ბალისტიკური რაკეტა საავადმყოფოს ესროლა

ირანმა ისრაელში ბალისტიკური რაკეტა საავადმყოფოს ესროლა

BBC-ის ცნობით, ისრაელის სამხრეთ ნაწილში, ბეერშევას საავადმყოფოს რაკეტა მოხვდა და შენობა დაზიანდა. ირანი აცხადებს, რომ მიზანი საავადმყოფოს მახლობლად მდებარე სამხედრო ობიექტი იყო.ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თეირანი “გადაიხდის ფასს”. “ამ დილით, ირანის ტერორისტმა ტირანებმა ბეერშევას სოროკას საავადმყოფოზე და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ჩვენ სრულად გადავახდევინებთ თეირანის ტირანებს ამ თავდასხმის ფასს”,— დაწერა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საკუთარ სოციალურ ქსელში. הבוקר, רודני הטרור של איראן שיגרו טילים לעבר בית החולים סורוקה בבאר שבע ולעבר אוכלוסייה אזרחית במרכז הארץ. נגבה את מלוא המחיר מהרודנים בטהרן.— Benjamin Netanyahu – בנימין נתניהו (@netanyahu) June 19, 2025 პარალელურად, ისრაელის ძალები იუწყებიან, რომ მათ ირანის ბირთვულ ობიექტებს შეუტიეს, მათ შორის არის არაკის მძიმე წყლის რეაქტორი და ნატანზის ურანის გამდიდრების ქარხანა. ირანმა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოში (IAEA) საჩივარი შეიტანა. ასევე, დონალდ ტრამპმა დაამტკიცა ირანზე თავდასხმის გეგმა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია — ამის შესახებ CBS იუწყება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *