ისრაელელმა ჰაკერებმა ირანული კრიპტობირჟიდან $90 მილიონი მოიპარეს და გადაყარეს

ჰაკერებმა კრიპტობირჟიდან $7 მილიონის აქტივები მოიპარეს
მხარეებს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ისრაელელმა ჰაკერებმა ირანული კრიპტობირჟიდან დაახლოებით 90 მილიონი დოლარის აქტივები მოიპარეს.

ჰაკერული დაჯგუფების განცხადებით, კრიპტობირჟა Nobitex-ს ირანის მმართველი რეჟიმი ძალადობის დასაფინანსებლად იყენებდა, ამიტომ ის დაისჯება და იქიდან მოპარული კრიპტო განადგურებული იქნება.

დიახ, ისრაელში ბაზირებულმა ჰაკერებმა Nobitex-იდან მოპარული კრიპტოაქტივები ფაქტობრივად გადაყარეს, ამით კი იმაზე მიანიშნეს, რომ მათ არა ფინანსური, არამედ პოლიტიკური და მორალური ინტერესები ამოძრავებთ.

ზოგადად, ისრაელი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით პლანეტის ყველაზე მოწინავე ძალად ითვლება, ამიტომ კრიპტობირჟის დაჰაკვა ამ შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოსთვის გასაოცარ მიღწევად არ უნდა ჩაითვალოს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალში ისრაელელი ჰაკერები ირანში არსებულ სხვა სისტემებსაც შეუტევენ, რაც რეჟიმის დამხობას ისახავს მიზნად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *