ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ირანის უმაღლეს მმართველს და სულიერ ლიდერს მიმართა.
ისრაელ კაცმა, აიათოლა ალი ხამენეის სადამ ჰუსეინის ბედი შეახსენა. აქვე, მან თეირანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
„ვაფრთხილებ ირანის დიქტატორს, შეწყვიტოს ომის დანაშაულის ჩადენა და ისრაელის მოქალაქეების მიმართულებით, რაკეტების გაშვება. მას უნდა ახსოვდეს, რა მოუვიდა მეზობელი სახელმწიფოს დიქტატორს, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს ეწინააღმდეგებოდა. ჩვენ დღეს განვაგრძობთ თეირანში ოპერაციებს რეჟიმის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. თეირანის მოქალაქეებო, თავი საფრთხეში არ ჩაიგდოთ და არ გახდეთ დიქტატორის მფარველები, რომელიც თავის გადარჩენას თქვენი გამოყენებით ცდილობს“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი.