ისრაელი ირანში იარაღის ქარხნებთან მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელი ირანში იარაღის ქარხნებთან მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ირანში, იარაღის წარმოების ობიექტებთან ახლოს მცხოვრები ირანელებისთვის სასწრაფო ევაკუაციის გაფრთხილება გაავრცელა.

„თქვენი უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვოთ ამ ობიექტების ტერიტორია და არ დაბრუნდეთ შემდგომ შეტყობინებამდე. ამ ტერიტორიების სიახლოვეს ყოფნა საფრთხეს უქმნის თქვენს სიცოცხლეს“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ავიჩაი ადრაეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით, გაფრთხილება ასევე ვრცელდება იმ ობიექტების მახლობლად მდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც ირანში იარაღის წარმოებას უწყობენ ხელს.

აღნიშნული მოწოდება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ისრაელი „აიათოლას რეჟიმის ყველა ობიექტსა და სამიზნეს დაარტყამს“. თავის მხრივ, ირანი იმუქრება, რომ გააძლიერებს ისრაელზე თავდასხმებს, თუ ის საბრძოლო მოქმედებებს გააგრძელებს. რეგიონში არსებული დაძაბულობა კვლავ პიკზეა და შემდგომი ესკალაციის საფრთხე მაღალია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *