ისრაელის და ირანის ძირითადი პარამეტრებს შედარება:
მოსახლეობა: 9.7 მილიონი vs 89 მილიონი
ტერიტორია: 22,000 კმ² vs 1,648,000 კმ²
ეკონომიკა: $560 მლრდ vs $420 მლრდ
მშპ ერთ სულზე: $58,000 vs $4,700
სამხედრო ბიუჯეტი: $24 მლრდ vs $9 მლრდ
აქტიური სამხედრო პერსონალი: 170,000 vs 575,000
სარეზერვო ძალა: 465,000 vs 350,000
ბირთვული იარაღი: 100 vs 0
როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ირანი მოსახლეობის, ტერიტორიისა და აქტიური სამხედრო პერსონალის გათვალისწინებით, გაცილებით დიდი სახელმწიფოა, ვიდრე ისრაელი.
ამ სხვაობის მიუხედავად, ისრაელი ბევრად უფრო მდიდარი, განვითარებული და მაღალტექნოლოგიური სახელმწიფოა, ვიდრე მასთან დაპირისპირებული თეოკრატიული რესპუბლიკა.
მთავარი უპირატესობა, რომელიც ისრაელს აქვს, ბირთვული არსენალია, რომლის არსებობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა დე ფაქტოდ ცნობილია, რომ ისრაელს 90-100-მდე ბირთვული რაკეტა აქვს, რაც ირანისთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს.
გარდა ამისა, ისრაელის არმია გაცილებით უფრო თანამედროვეა, ვიდრე ირანის, რადგან მის არსენალში პლანეტის საუკეთესო თავდაცვით სისტემებს, მოიერიშე თვითმფრინავებს, ავიაგამანადგურებლებს და რაკეტებს შეხვდებით. საჰაერო ძალების თვალსაზრისით, ისრაელის მფლობელობაში არსებული F-35-ების შედარება ირანულ MiG-ებთან და Su-ებთან თითქმის შეუძლებელია, რადგან ისრაელს ყველაზე თანამედროვე იარაღთან აქვს წვდომა, ირანი კი ჯერაც ცივი ომის დროინდელი იარაღით არის წარმოდგენილი.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ისრაელს პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო სადაზვერვო, კიბერნეტიკული და ტექნოლოგიური სამსახურები ჰყავს, რომელთაც რთულია სადმე დაემალო.