ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებით, ირანში ჩატარებულმა ოპერაციამ დასახულ მიზანზე მეტს მიაღწია. “ისრაელი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპს და აშშ-ს მათ მიერ გაწეული სამხედრო დახმარებისთვის და მონაწილეობისთვის ირანის ბირთვული საფრთხის განადგურებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს, 24 ივნისს გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. 13 ივნისს ისრაელი თავს დაესხა ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს. პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო. თეირანში აცხადებენ, რომ ისრაელის ავიაცია სამოქალაქო ობიექტებსაც ბომბავს. ისრაელის სამხედრო თავდასხმის შედეგად მოკლული არიან ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები.