ისრაელმა თეირანთან ორ ნავთობტერმინალზე მიიტანა იერიში – ირანის ნავთობის სამინისტრო

ისრაელმა თეირანთან ორ ნავთობტერმინალზე მიიტანა იერიში – ირანის ნავთობის სამინისტრო
ირანის ნავთობის სამინისტროს განცხადებით, ისრაელმა თეირანთან ახლოს მდებარე ორ ნავთობტერმინალზე, მათ შორის, შაჰრანის ნავთობტერმინალზე მიიტანა იერიში. ინფორმაცია თავდაპირველად ირანის ნავთობის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო SHANA-მ გაავრცელა, თუმცა თავდაპირველად მხოლოდ შაჰრანის ტერმინალი იყო ნახსენები.

ნავთობის სამინისტრო ირწმუნება, რომ “სიტუაცია სრულად კონტროლს ექვემდებარება”.

ამასთან, The New York Times-ის ინფორმაციით, ნავთობის სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გამოცემას უთხრა, რომ ისრაელის იერიშის შემდეგ ნავთობტერმინალები ერთმანეთის მიყოლებით ფეთქდებოდა და ახლოს მდებარე საცხოვრებელ ტერიტორიას საფრთხეს უქმნიდა.

პარალელურად, ირანი აცხადებს, რომ ისრაელზე განხორციელებული ბოლო დარტყმების დროს ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.

შეგახსენებთ, ირანმა წუხელ ისრაელზე სარაკეტო შეტევის მორიგი ტალღა განახორციელა, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *