ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განაცხადებით, ისრაელი გადამწყვეტ მომენტშია, რადგან ქვეყანამ ირანის წინააღმდეგ ხანგრძლივი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
პრემიერის თქმით, ოპერაციის მიზანია ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, ბალისტიკური რაკეტების ქარხნებსა და სამხედრო ობიექტებზე იერიშის მიტანა, რათა ქვეყანამ ბირთვული იარაღის შექმნა ვერ შეძლოს.
ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ირანმა ბოლო თვეებში დიდი ნაბიჯები გადადგა ბირთვული იარაღის შექმნისკენ, რაც ისრაელს მყისიერი მოქმედებისაკენ უბიძგებს.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს მხარდაჭერის გამოცხადებისათვის.