როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დიპლომატიური მისია მუდმივ კავშირზეა ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე აქტიურ კოორდინაციაშია ადგილობრივ უწყებებთან და ვითარებას მუდმივად აკვირდება.
„საელჩოს თანამშრომლებმა სატელეფონო კონსულტაცია უკვე გაუწიეს 200-ზე მეტ მოქალაქეს. გაიმართა არაერთი პირადი შეხვედრა, მათ შორის ქალაქ ბათ-იამში მყოფ თანამემამულეებთან“, — ნათქვამია განცხადებაში.
საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაემორჩილონ ისრაელის ხელისუფლების ინსტრუქციებს, განგაშის სიგნალის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადავიდნენ თავშესაფრებში და დაიცვან უსაფრთხოების ყველა პროტოკოლი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, საელჩო მოქალაქეებს სთხოვს, თვალყური ადევნონ ოფიციალურ პლატფორმებს.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს შემდეგ ნომრებზე:
📞 +972 526 919092
📞 ცხელი ხაზი 24/7 — +972 3 609 3206.