“ისტორიას შეცვლის“ – ისრაელის ლიდერები ტრამპს მადლობას უხდიან

“ისტორიას შეცვლის“ – ისრაელის ლიდერები ტრამპს მადლობას უხდიან
ისრაელის ლიდერები ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმებს ეხმიანებიან და დონალდ ტრამპს მადლობას უხდიან.

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აშშ-ის ეს ნაბიჯი ისტორიას შეცვლის.

„გილოცავთ, პრეზიდენტო ტრამპ. თქვენი თამამი გადაწყვეტილება, ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის საოცარი და სამართლიანი ძალით მიზანში ამოიღოთ, ისტორიას შეცვლის“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმას გადამწყვეტი ნაბიჯი უწოდა.

კაცობრიობის ისტორიის ფურცლებზე ეს არის მომენტი, როდესაც თავისუფლების, პასუხისმგებლობისა და უსაფრთხოების პრინციპები გაიმარჯვა. გადამწყვეტი მომენტი ტერორისა და ბოროტების ღერძსა და იმედის ღერძს შორის. მადლობა, პრეზიდენტო ტრამპ, მადლობა აშშ. ეს მამაცი ნაბიჯი მთელი თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებასა და დაცულობას ემსახურება. იმედი მაქვს, რომ ეს ახლო აღმოსავლეთისთვის უკეთეს მომავალს შექმნის და ღაზაში ტყვედ აყვანილი ჩვენი მძევლების სასწრაფოდ გათავისუფლებას შეუწყობს ხელს”, – დაწერა ისრაელის პრეზიდენტმა X-ზე.

აშშ-მა ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტი დაბომბა. დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ მშვიდობა უნდა დაამყაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი თავდასხმები „გაცილებით უფრო მასშტაბური“ იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *