კანადაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა და აპრილში წლიური ინფლაციის დონე 1.7%-მდე შემცირდა, რაც მოსალოდნელზე უარესი მაჩვენებელია, რადგან ცენტრალურ ბანკს და ანალიტიკოსებს 1.5-1.6%-ზე ჰქონდათ გათვლა.
წინა თვესთან შედარებით, ქვეყანაში ინფლაცია 0.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, თუმცა ეს მაინც არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი.
რაც შეეხება საბაზისო ინფლაციას (Core CPI), მისი მაჩვენებელი 2.8%-ს შეადგენს, რაც წინა თვეს დაფიქსირებულ 3.2%-ზე ნაკლებია, თუმცა მაინც მოსალოდნელზე მეტია.