კანადის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა „ლიბერალურმა პარტიამ“ გაიმარჯვა

კანადის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა „ლიბერალურმა პარტიამ“ გაიმარჯვა
კანადის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა.

ჯერჯერობით უცნობია, 28 აპრილს ჩატარებული კენჭისყრის შედეგებით, პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის ლიბერალური პარტია შეძლებს თუ არა უმრავლესობის, ანუ 172 მანდატის მოპოვებას. ხოლო თუ 172 მანდატზე ნაკლებს მიიღებენ, როგორც ეს მოხდა ჯასტინ ტრუდოს დროს, 2021 წელს, სხვა პარტიების მხარდაჭერა დასჭირდება.

პიერ პოლიევრის ხელმძღვანელობით ოპოზიციური კონსერვატიული პარტია წლის დასაწყისში ლიდერობდა, თუმცა მმართველი პარტიის პოპულარობამ მოიმატა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მზარდი აგრესიული პოზიცია დაიკავა ქვეყნის მიმართ.

მარკ კარნიმ გამარჯვების გამოცხადებასთან ერთად თქვა, რომ მისი ქვეყანა არასდროს დაემორჩილება ტრამპის მუქარას.

“პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს ჩვენს გატეხას, რათა ამერიკამ ჩვენი მისაკუთრება შეძლოს, ეს არასდროს მოხდება“, – თქვა კარნიმ.

მან უკვე მიიღო მილოცვა მსოფლიო ლიდერებისგან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *