რეპერმა კანიე უესტმა ახალი სიმღერა გამოუშვა, სადაც თავის ბიძაშვილთან ინცესტურ ურთიერთობაზე საუბრობს.
კანიემ, რომელიც თავის თავს ახლა იეს უწოდებს, თავის მსმენელს X-ზე მიმართა და ახალი სიმღერის გაზიარებისას დაწერა, რომ სიმღერა Cousins მის ნათესავზეა, რომელიც ფეხმძიმე ქალის მკვლელობის გამო ციხეში სასჯელს იხდის.
რეპერის მიხედვით, მას და მის მამრობითი სქესის ბიძაშვილს ბავშვობაში სექსუალური ტიპის ურთიერთობა ჰქონდათ. რეპერი ამაში თავის თავს ადანაშაულებს – მისი თქმით, ბიძაშვილს თავად შესთავაზა “ბინძური ჟურნალების” დათვალიერება მაშინ, როცა მხოლოდ ექვსი წლის იყო.
„შესაძლოა, საკუთარ თავზე ორიენტირებულმა ვიფიქრე, რომ ჩემი ბრალია რაც მოხდა, რადგან მე ვაჩვენე მას ეს ბინძური ჟურნალები, როდესაც ის 6 წლის იყო და შემდეგ ჩვენ გავაკეთეთ, რაც ვნახეთ.
მამაჩემს Playboy-ს ჟურნალები ჰქონდა, მაგრამ ის ჟურნალები, რომლებიც დედაჩემის კარადაში ვიპოვე, განსხვავებული იყო.
ჩემი სახელია იე და ჩემს ბიძაშვილთან 14 წლამდე ორალური სექსი მქონდა,” – წერს რეპერი და აქვეყნებს მუსიკალურ კლიპს, რომელიც ნაცისტური სიმბოლიკითა და სიშიშვლითაა დატვირთული.
კანიეს პოსტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მისი მსმენელის ნაწილი რეპერის ტრავმულ ბავშვობაზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ ამ მძიმე გამოცდილების გაზიარება უესტის მხრიდან მამაცი ნაბიჯია, ნაწილი კი მისი მენტალური ჯანმრთელობითაა შეშფოთებული.