“უკრაინა-გერმანიის პარტნიორობას დიდი პოტენციალი აქვს და შევთანხმდით ვიმუშაოთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაზე. ასევე განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ბატონმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა. ამის მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამისთვის მადლობელი ვარ”, – წერს ზელენსკი X-ზე.
გერმანიის ბუნდესტაგმა ახალ კანცლერად კონსერვატიული პარტიის ლიდერი ფრიდრიხ მერცი 6 მაისს აირჩია. კანცლერის ასარჩევად კენჭისყრის ორჯერ ჩატარება გახდა საჭირო. თებერვალში გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კონსერვატიულმა ბლოკმა გაიმარჯვა. აპრილში ისინი „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. წინა მთავრობიდან მხოლოდ ერთი მინისტრი შეინარჩუნებს თანამდებობას – თავდაცვის მინისტრი ბორის