კახეთში კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი “აკიდო” გაიხსნა – რას სთავაზობს მომხმარებელს?

კახეთში კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი “აკიდო” გაიხსნა – რას სთავაზობს მომხმარებელს?

კახეთში კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი “აკიდო” გაიხსნა – რას სთავაზობს მომხმარებელს?

კახეთში, კერძოდ ყვარელში, კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი, ეკო-კოტეჯი „აკიდო“ გაიხსნა. ამის შესახებ ტურისტული ობიექტის დამფუძნებელმა მარიამ იაშვილმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ იაშვილის ოჯახმა ჯერ კიდევ 2015 წელს ყვარელში საოჯახო სასტუმრო გახსნა, რა დროიდანაც სტუმრებს მასპინძლობენ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კახეთში ჩამოსული ტურისტები ღვინით, მევენახეობითა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიით ინტერესდებიან, მარიამ იაშვილს ყვარელთან ახლოს ტურისტული ობიექტის “აკიდო” (ყურძნის ასხმას ნიშნავს) გახსნისკენ უბიძგა, რომელიც ვენახში აშენებული კოტეჯია, აუზით. სამომავლო პერსპექტივაში კი მარნის აშენებაც იგეგმება.

მარიამ იაშვილის ინფორმაციით, მართალია ობიექტი 15 ივნისს გაიხსნა, თუმცა წინასწარი ჯავშნები უკვე არის. ძირითადად, ქართველი მომხმარებლებისგან.

“ახალი კოტეჯი ეკოლოგიურად სუფთა სამკუთხედი ტიპის შენობაა, რომელსაც აუზიც აქვს. მართალია კოტეჯი ყვარლიდან მოშორებითაა, თუმცა კოტეჯთან ურბანული განვითარება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

წინასწარი ჯავშნები უკვე არის და ტურისტები მოუთმენლად ელიან, თუ როდის ჩამოვლენ ჩვენთან. კოტეჯში ერთი ღამით განთავსების ღირებულება 200 ლარი იქნება, საუზმის გარეშე. საუზმის შეთავაზება ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას”, – თქვა მან.

მისივე განმარტებით, კოტეჯის ასაშენებლად გამოყენებული იყო როგორც პირადი ინვესტიცია, ისე საგრანტო პროგრამები და სესხი „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში.

რაც შეეხება ტურისტულ ტენდენციებს, იაშვილის თქმით, საოჯახო სასტუმროს მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ბაზარზე არასტაბილურმა გარემომ მათ სასტუმროზეც გავლენა პოვა. კერძოდ, ტურისტული ნაკადები ევროპიდან შემცირებულია. თუმცა, ბიზნესმენი დასძენს, რომ გააქტიურებულია ქართული ნაკადები, თუმცა უცხოელი ვიზიტორების დანაკლისს სრულად ვერ ავსებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *