„კესანე-არ დამივიწყო“ თბილისში ფილიალის გახსნას გეგმავს

„კესანე-არ დამივიწყო“ თბილისში ფილიალის გახსნას გეგმავს

რაჭაში მდებარე ტურისტული ობიექტის, „კესანე-არ დამივიწყო“-ს დამფუძნებელი, გვანცა ყრუაშვილი აცხადებს, რომ გუნდი თბილისში ფილიალის გახსნას გეგმავს.

როგორც მან BMGTV-ს გადაცემაში “ქალების ნარატივი” აღნიშნა, იდეა მომხმარებელთა მოთხოვნაზეცაა დაფუძნებული და მიზნად რაჭული კონცეფციის ქალაქურ სივრცეში გადმოტანას ისახავს.

„ვფიქრობთ, თბილისში ფილიალის გახსნას. რეალურად, ამ სეზონის ბოლო უკვე გვაჩვენებს, როდის შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას,“ – ამბობს ყრუაშვილი და ხაზს უსვამს, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა შესაბამისი სივრცის მოძიებაა.

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ შენარჩუნებული იყოს საოჯახო გარემო და ბრენდის თავდაპირველი კონცეფცია: „თუ მოვახერხებთ ისეთი სივრცის პოვნას, სადაც ოჯახური ატმოსფეროს შექმნას შევძლებთ და ამავდროულად კონცეფციაც არ დაიკარგება, მაშინ, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში „კესანე-არ დამივიწყო“ თბილისშიც გაიხსნება”, – ამბობს ობიექტის დამფუძნებელი.

გუნდი აქტიური ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ლოკაციის შერჩევაზე დაიწყებს მუშაობას. ყრუაშვილი იმედოვნებს, რომ მათ პროექტს თანამოაზრეებიც გამოუჩნდებიან : „იმედი გვაქვს, ვიპოვით ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ოჯახის ხედვებს გაიზიარებენ”, – განმარტა ყრუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, სტუმარმასპინძლობის მულტიფუნქციური სივრცე რაჭაში სახელწოდებით “კესანე – არ დამივიწყო” 2023 წლის 1 ივლისიდან გაიხსნა და ის მომხმარებელს ავთენტურ კერძებსა და ადგილობრივი მეწარმეების ღვინოს სთავაზობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *