კირ სტარმერი: სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა

კირ სტარმერი: სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა
შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური შეთანხმების გაფორმების მცდელობა გაგრძელდება, რათა აშშ-ის გარკვეული ტარიფები თავიდან ავიცილოთ, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კრის სტარმერმა განაცხადა.

„მზად ვართ, გამოვიყენოთ ინდუსტრიული პოლიტიკა, რათა დავეხმაროთ ბრიტანულ ბიზნესს ქარიშხლისგან თავის შეფარებაში. ზოგიერთმა შეიძლება თავი უხერხულად იგრძნოს ამის გამო. იდეას, რომ სახელმწიფო პირდაპირ უნდა ჩაერიოს ბაზრის ფორმირებისთვის, ხშირად დასცინოდნენ, მაგრამ არ შეგვიძლია მივეჯაჭვოთ ძველ გრძნობებს, როდესაც სამყარო ასე სწრაფად იცვლება“, – წერია პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც telegraph-მა გაავრცელა.

აღნიშნულ განცხადებაში, კირ სტრამერი წერს, რომ ომში არავინაა გამარჯვებული. შესაბამისად, ტარიფებთან დაკავშირებით მათთვის პრიორიტეტული სიმშვიდის შენარჩუნება და საუკეთესო შეთანხმებისთვის ბრძოლაა.

“ეკონომიკური შედეგები, აქ და მთელ მსოფლიოში, შეიძლება იყოს ღრმა. ჩვენ უკვე გვაქვს დაბალანსებული სავაჭრო ურთიერთობა ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან და მუშაობა გრძელდება ახალი ეკონომიკური კეთილდღეობის შეთანხმებაზე […].

მხოლოდ მაშინ დავდებ შეთანხმებას, თუ ეს სწორი იქნება ბრიტანული ბიზნესისა და მშრომელი ხალხის უსაფრთხოებისთვის. გავაგრძელებ თავისუფალი და ღია ვაჭრობის დაცვას, რადგან ახლა ამისთვის ზურგის შექცევა სერიოზული შეცდომა იქნება“, – წერს სტარმერი.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე დაწესებული საბაზისო 10%-იანი ტარიფები ძალაში 5 აპრილს შევიდა. სია 180-ზე მეტ ქვეყანას მოიცავდა. მათ შორის იყო საქართველოც.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *