კობახიძე UNWTO-ს გენმდივნის თანამდებობაზე პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის ვერსიას ჰყვება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში
“ჩვენი ელჩების დაბარება დაიწყეს კონკრეტულმა სახელმწიფოებმა, რომ მესამედ წარვადგინეთ გაეროს სისტემაში კანდიდატურა,” – ამის შესახებ “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ UNWTO-ს გენმდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის მიზეზებზე საუბრისას „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ გაეროს სისტემაში ორჯერ მეტად არ ხდება ხოლმე ასეთ ხელმძღვანელ პოზიციებზე კანდიდატების არჩევა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იყო სხვა მიზეზებიც, თუმცა ახლა დეტალებში არ შევა.

„ჩემთვის დასანანი იყო, რა მესიჯიც გავრცელდა ზურაბ პოლოლიკაშვილის მხრიდან, იქ დიფ სთეითზე იყო საუბარი და ამ თემასთან საერთოდ რა შუაშია დიფ სთეითი, ვერ გავიგე, მაგრამ ზოგადად დასანანია. თან ერთი რამ არის საინტერესო, რომ ის არის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი და როდესაც გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასეთი ლექსიკით საუბრობს, ეს ძალიან საინტერესოა, კონკრეტულ ტერმინებს აღარ გავიმეორებ, რაც მან გამოიყენა. აღარ მინდა, შევიდე დეტალებში, რა იყო გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.

ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჩვენი ელჩების დაბარება დაიწყეს კონკრეტულმა სახელმწიფოებმა ერთგვარი დემარშით იმასთან დაკავშირებით, რომ მესამედ წარვადგინეთ გაეროს სისტემაში ჩვენი კანდიდატურა. პირველი პრეცედენტია ასეთი, რაც გვითხრეს. გაეროს სისტემაში ორჯერ მეტად არ ხდება ხოლმე ასეთ ხელმძღვანელ პოზიციებზე კანდიდატების არჩევა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ რატომ მესამედ, როცა ამის პრეცედენტი არ ყოფილა და ითვლება, რომ არ არის მაინცდამაინც დემოკრატიული, როდესაც ასეთ პოზიციაზე მესამედ ხდება ერთი და იგივე კანდიდატის წარდგენა.

იყო დამატებით სხა მიზეზებიც, რაშიც არ მინდა, შევიდე. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ამ მესიჯმა, თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა ის, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ოცნებამ“ UNWTO-ს გენმდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა

ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადა? – როგორ ირჩევს UNWTO გენერალურ მდივანს

საქართველომ შესაძლოა, გაეროში პოლოლიკაშვილის ნაცვლად UAE-ს კანდიდატს დაუჭიროს მხარი – Diplomat

UNWTO-ს გენმდივნობის 8 წელი – როგორი იყო ზურაბ პოლოლიკაშვილის ორი ვადა?

როგორია საქართველოსა და UAE-ს შორის ეკონომიკური კავშირები, რომლის კანდიდატიც “ოცნებამ” ზურაბ პოლოლიკაშვილს ამჯობინა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *