კომპანიებს თვეში დასაქმების მიმართულებით დადებითი მოლოდინი აქვთ – BAG-ის ინდექსი

კომპანიებს თვეში დასაქმების მიმართულებით დადებითი მოლოდინი აქვთ – BAG-ის ინდექსი
II კვარტალში გამოკითხულ კომპანიებს მომავალ სამ თვეში დასაქმების მიმართულებით დადებითი მოლოდინი აქვთ. ასეთია საქართველოს ბიზნესს ასოციაციის (BAG) მიერ გამოქვეყნებული “დასაქმების ბარომეტრის” შედეგები. ბარომეტრი ასახავს კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების
სავარაუდო ცვლილების შესახებ.

BAG-ის დასაქმების ბარომეტრმა 31.6 ქულა შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 8.6 ქულით, ხოლო 2024 წლის II კვარტალთან შედარებით 12.5 ქულით გაუმჯობესდა. II კვარტალში დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია. 2025 წლის II კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი გაუმჯობესდა მშენებლობის (37.8 ქულით), ვაჭრობის (11.6 ქულით) და მომსახურების (2.2 ქულით) სექტორებში, ხოლო გაუარესდა მრეწველობის (5.9 ქულით) სექტორში.

სექტორების მიხედვით, 2025 წლის II კვარტალში, კომპანიათა ყველაზე დიდმა ნაწილმა
მომსახურების სექტორში (27%) გაზარდა დასაქმებულთა ანაზღაურება. 2025 წლის III კვარტალში
დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას კომპანიათა ყველაზე დიდი წილი მშენებლობის სექტორში
(27%) გეგმავს.

გამოკითხულ კომპანიათა შორის, მათ ვინც 2025 წლის II კვარტალში თანამშრომელთა ხელფასების
ზრდა დააფიქსირა, უმრავლესობამ (86%) დასაქმებულთა ანაზღაურება 0-20%-ით გაზარდა,
ხოლო დანარჩენმა კომპანიებმა (14%) დასაქმებულთა ანაზღაურება 20-40%-ით გაზარდეს.

რაც შეეხება გაცვლით კურსს, 2025 წლის II კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობა (80%) არ ელის მომავალ 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის ცვლილებას. იმ კომპანიების წილი, რომლებიც ლარის გაუფასურებას ელიან 11%-ია, ხოლო მათი, ვინც გამყარებას მოელის – 8%. აღსანიშნავია, რომ წინა კვარტალთან შედარებით, 34 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო 6 თვეში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას არ ელიან, ხოლო 30 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებსაც მომდევნო 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი აქვთ.

საქართველოს ბიზნესს ასოციაციის (BAG) ინდექსი საქართველოს ბიზნესს ასოციაციის, პიემსი
კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია.
BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მმართველი
მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნეს კლიმატის, BAG დასაქმების ბარომეტრის და BAG საინვესტიციო
გარემოს შესახებ. პიემსი კვლევითი ცენტრი BAG ინდექსს კვარტალურად აქვეყნებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *