ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მარკო რუბიოს შუამავლობით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რუანდის წარმომადგენლები ორშაბათს, ვაშინგტონში შეთანხმებას გააფორმებენ. ამის შესახებ მან საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა. “დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ერთად მოვახერხე შესანიშნავი ხელშეკრულების დადება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდის რესპუბლიკას შორის მათ ომთან დაკავშირებით, რომელიც ცნობილი იყო ძალადობრივი სისხლისღვრითა და სიკვდილიანობით, უფრო მეტად, ვიდრე სხვა ომების უმეტესობა და რომელიც ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა. რუანდისა და კონგოს წარმომადგენლები ორშაბათს ვაშინგტონში იქნებიან დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით. ეს დიდი დღეა აფრიკისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, დიდი დღეა მსოფლიოსთვის!”― დაწერა პრეზიდენტმა გავრცელებულ განცხადებაში. დონალდ ტრამპის თქმით, ის მსოფლიოს მასშტაბით სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებისთვის ნობელის პრემიას ვერ მიიღებს, მაგრამ მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ხალხმა იცოდეს. “ნობელის პრემიას ვერ მივიღებ ამისთვის, ვერც ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომის შეჩერებისთვის, ვერც სერბეთსა და კოსოვოს შორის ომის შეჩერებისთვის, ვერც ეგვიპტესა და ეთიოპიას შორის მშვიდობის შენარჩუნებისთვის […] და ვერც ახლო აღმოსავლეთში აბრაამის შეთანხმებების შესრულებისთვის, რომელსაც, თუ ყველაფერი კარგად წავა, კიდევ უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდება და ახლო აღმოსავლეთს პირველად გააერთიანებს “საუკუნეების” განმავლობაში! არა, რაც არ უნდა გავაკეთო, ნობელის პრემიას ვერ მივიღებ, მათ შორის რუსეთი/უკრაინა და ისრაელი/ირანი, რა შედეგებიც არ უნდა დასრულდეს ეს, მაგრამ ხალხმა იცის და ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი”, ― წერია განცხადებაში.
კონგოსა და რუანდის წარმომადგენლები ორშაბათს, ვაშინგტონში, ომის შეწყვეტის შესახებ, შეთანხმებას
