კონგრესში MEGOBARI აქტის მიღება ნიშნავს, რომ “ოცნების” მოლოდინი ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ არ გამ

კონგრესში MEGOBARI აქტის მიღება ნიშნავს, რომ “ოცნების” მოლოდინი ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ არ გამ
„წარმომადგენელთა პალატის დონეზე “მეგობარი აქტის” მიღება ნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” მოლოდინი იმის შესახებ, რომ ისინი დაალაგებენ ურთიერთობას ტრამპის ადმინისტრაციასთან, ფაქტობრივად არ დადასტურდა“. პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების ჩარჩოს ნაკლებად მოსალოდნელია, აშშ-მ რაღაც შეცვალოს საქართველოსთან მიმართებით. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო არ არის ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი და ის გლობალური საკითხებით არის დაკავებული.

კაკაჩია არ თვლის, რომ აქტთან დაკავშირებით, რომელიც კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა, ტრამპის ადმინისტრაციას განსხვავებული ხედვა შეიძლება ჰქონდეს, თუ ტრამპს არ ექნება პირადი ინტერესი კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, რაც ამ ეტაპზე არ იკვეთება.

„წარმომადგენელთა პალატის დონეზე ამ გადაწყვეტილებამ, სადაც ფაქტობრივად ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა ამ საკითხს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მოლოდინი იმის შესახებ, რომ ისინი დაალაგებენ ურთიერთობას ტრამპის ადმინისტრაციასთან, ფაქტობრივად არ დადასტურდა. მოსალოდნელია, რომ სენატშიც იგივე სურათი იქნება, შეიძლება გარკვეული პაუზა გაჩნდეს პრეზიდენტის ხელმოწერის პერიოდში, რადგან მე მაინც მგონია, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია მაინც მისცემს ბოლო შანსს ალბათ „ქართულ ოცნებას“, რომ გარკვეული პერიოდი იყოს, რამდენად მოახდენენ რეაგირებას ამ აქტზე.

ეს პროცესი შეუქცევადია და თუ ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების ჩარჩოს ნაკლებად მოსალოდნელია, რომ აშშ-მ რაღაც შეცვალოს საქართველოსთან მიმართებით, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო არ არის ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი და ის გლობალური საკითხებით არის დაკავებული.

როცა კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა აქტი, არ მგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ჰქონდეს განსხვავებული ხედვა, თუ ტრამპს არ ექნება პირადი ინტერესი კონკრეტულად საქართველოსთან, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს. რა თქმა უნდა აშშ-ს აქვს ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ, შავი ზღვის უსაფრთხოება მისთვის მნიშვნელოვანია, იგივე ენერგოდერეფნების საკითხები, ეს ნიშნავს, რომ რეგიონი აშშ-სთვის არის მნიშვნელოვანი, თუმცა გამომდინარე ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებიდან, კონკრეტულად საქართველო არა. ჩვენ ვიცით რა საკითხებია მათთვის მნიშვნელოვანი: უკრაინა და სხვა გლობალური საკითხები.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამოსწორება შეუძლებელია, თუ საქართველოს ხელისუფლებამ უარი არ თქვა იმ დრაკონულ კანონებზე, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღო. თუ არ იქნა ძირეული შემობრუნება, ნაკლებად სავარაუდოა, აშშ-მ რაღაც შეცვალოს საქართველოსთან მიმართებით“,-აცხადებს კორნელი კაკაჩია.

ჯო უილსონის სიაში, ვინც MEGOBARI აქტით უნდა დასანქცირდეს 5 ბიზნესმენი მოხვდა. სია ამერიკელმა კონგრესმენმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა. დასასანქცირებელთა სიაში მოხვდა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი; ალექსანდრე ივანიშვილი, ივანე ჩხარტიშვილი; ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე და ნოშრევან ნამორაძე. ამასთან ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე იმ პირთა შორისაა, ვინც კონგრესმენის აზრით როგორც პროპაგანდისტი ისე უნდა დასანქცირდეს. მასთან ერთად მოიაზრებიან თინათინ ბერძენიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, კახა ბექაური და ლაშა ნაცვლიშვილი.

“MEGOBARI აქტი წარმომადგენელთა პალატამ მიიღო და ამერიკის მოძულე ივანიშვილის მაფიის ყველა ხელშემწყობი პირი ამის შესახებ უნდა იყოს გაფრთხილებული! მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგების წინაშე დადგებით”,- წერს უილსონი.

აღსანიშნავია, რომ MEGOBARI აქტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო. ახლა, შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად, შემდეგი ორი ეტაპი კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერაა. გუშინ, 7 მაისს, აქტი დარეგისტრირდა სენატის განსახილველ საკითხთა სიაშიც. „ქართულ ოცნებაში“ აქტის მიღება მტრულ დამოკიდებულებად შეფასდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *