„კუზანოვის“ კლინიკა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

23 წლის ფეხბურთელი მოულოდნელად გარდაიცვალა

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ზურაბ ყაზახაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას „კუზანოვის“ კლინიკა ავრცელებს.

„კუზანოვის კლინიკის გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, ბატონ ზურაბ ყაზახაშვილის გარდაცვალების გამო.

ბატონი ზურა იყო მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანი, რომელიც მთელი გულით და ერთგულებით ემსახურებოდა ჩვენი კლინიკის პაციენტებს. მისი გამოცდილება და ჰუმანიზმი წარუშლელი დარჩება.

გულწრფელად თანავუგრძნობთ და ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. ბატონი ზურას ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში“, – ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *