ლაშა ხუციშვილი ლევან კაკავას რეფორმებისთვის მადლობას უხდის

ლაშა ხუციშვილი ლევან კაკავას რეფორმებისთვის მადლობას უხდის
“ქართული ოცნების” მთავრობის ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლევან კაკავას, რეფორმებისთვის მადლობას უხდის. შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ თანამდებობა დღეს, 16 ივნისს დატოვა.

“ვულოცავ ბატონ ირაკლი ბერაიას შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნას და წარმატებებს ვუსურვებ საქმიანობაში”, – დაწერა ლაშა ხუციშვილმა სოციალურ ქსელში.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ხუციშვილმა ლევან კაკავას მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

“როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ლევან კაკავას ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელებულმა რეფორმებმა ხარისხობრივად გაზარდა, როგორც კონტროლის, ისე სერვისების მიმართულებები. შეხვედრაზე ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და უწყების 2025-2030 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების შესრულების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ახალ ხელმძღვანელს ხვდება დიდი გამოცდილებისა და პროფესიონალების გუნდი”, – გაავრცელა ფინანსთა სამინისტრომ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია წარუდგინა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *