“ამ აქციებზე ვნახეთ უამრავი დაშავებული ადამიანი, ესეც ხომ არ არის საკამათო, ნაცემი ადამიანები, რომლებსაც მე შევხვდი პირადად 200-ზე მეტი. და ბატონმა სოზარმა იკითხა, არასათანადო მოპყრობაზე რაზე მიუთითებდნენო? მიუთითებდნენ დაკავების დროს არასათანადო მოპყრობაზე, ცემაზე, მანქანებში ცემაზე, რაც მართალია, მართალია წინასწარი დაკავების იზოლატორში ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მანამდე ძალადობას ჰქონდა და ბევრი მათგანი საავადმყოფოში იყო, იცით ამის შესახებაც. ამაზე არის საუბარი და ამოცანა არის რომ ის, ვინც დაარღვევს კანონს ის დაისაჯოს კანონის შესაბამისად და ვინც მშვიდობიანად გამოხატავს თავის პროტესტს, მის მიმართ არ იყოს არანაირი ძალა გამოყენებული. ამავე დროს, როგორც წეღან აღვნიშნე, ნაცემი ადამიანები, დაკავებული ადამიანები ვნახეთ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი სადაც ჩანს ვინ სცემს, პოლიციელს ვგულისხმობ, ერთი შემთხვევა მაინც შეგიძლიათ მითხრათ, რომ რომელიმე პოლიციელი პასუხისგებაში არის მიცემული? არ არის, ასეთი შემთხვევა არ არის, ამიტომ ვამბობ, რომ სამართალი ცალმხრივი ვერ იქნება. თუ ვიღაცამ დააშავა, ამისთვის არსებობს კანონი და თუ პოლიციელმაც დააშავა ამისთვისაც არსებობს კანონი და მიდგომა უნდა იყოს თანაბარი. დღეს მე ვერ ვხედავ, რომ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი მაინც იყოს” (სტილი დაცულია).
ლევან იოსელიანი: ერთი შემთხვევა მაინც შეგიძლიათ მითხრათ, რომ რომელიმე პოლიციელი პასუხისგებაში
