ლევან მახაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: ეს იქნება პლუს ერთი ქაღალდი

ლევან მახაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: ეს იქნება პლუს ერთი ქაღალდი

ეს იქნება პლუს ერთი ქაღალდი, – ასე აფასებს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) რეზოლუციას.

დეპუტატის თქმით, აღნიშნულ რეზოლუციაში არაფერია ახალი, არც მის შინაარსში და არც რიტორიკაში.

„ის, პრაქტიკულად, ევროპარლამენტის წინა რეზოლუციებს იმეორებს, სადაც რამდენიმე თემის ჩამონათვალია, რაც, მათი აზრით, აუცილებელია, რომ ყველა დოკუმენტში მოხვდეს. მას დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ. ეს იქნება პლუს ერთი ქაღალდი“, – აღნიშნა მახაშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *