მისი თქმით, სოფლების მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან და სამაშველო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.
საქმე ის არის, რომ ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, ორშაბათს, დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია.
“სოფელ ბაბილთან დღეს, დაახლოების 7 საათისთვის განვითარდა მეწყრული პროცესი, რა დროსაც მეწყერმა ერთი მსუბუქი ავტომობილი ჩაიტანა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის, ყველა მათგანმა უვნებლად შეძლო გამოსვლა.
ახლა, მიმდინარეობს მუშა პროცესი და საავტომობილო მოძრაობაც სავარაუდოდ, დღის ბოლომდე აღდგება. რაც შეეხება გარე სამყაროს მოწყვეტილია 3 თემის დაახლოებით 40-მდე სოფელი. მათთან კომუნიკაცია გვაქვს და არანაირი პირველადი გადაუდებელი საჭიროების პრობლემა ამ ეტაპზე არ არსებობს”, – უთხრა ონიანმა bm.ge-ის.