ლენტეხში, “ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი” 22.4 მგვტ-იანი ჰესის აშენებას გეგმავს – ინვესტიცია $35 მილიონია

ლენტეხში, “ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი” 22.4 მგვტ-იანი ჰესის აშენებას გეგმავს – ინვესტიცია $35 მილიონია

კომპანია „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“ ლენტეხის მუნიციპალიტეტში ჰიდროელექტროსადგური „ცხენისწყალი 1 ჰესი“ უნდა ააშენოს. ინვესტიცია 35 მლნ დოლარია. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დირექტორმა გიორგი მარგებაძემ განუცხადა.

საქმე ის არის, რომ ჰესის ასაშენებლად ჰიდროელექტროსადგური „ცხენისწყალი 1 ჰესის“ ასაშენებლად „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიხარეშში 49-წლიანი აღნაგობის უფლებით 14 054 მ²-ის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა. მთავრობის გადაწყვეტილება 14 მაისით დათარიღებულ 817-ე განკარგულებაშია გაწერილი. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ სახელმწიფო ქონების გადაცემისთვის ყოველწლიურად ბიუჯეტში 10 129 ლარი უნდა შეიტანოს.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველოს მთავრობას, სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შპს ჰიდრო ინვესტ ჯი ეის შორის ხელშეკრულება „ცხენისწყალი 1 ჰესის“ აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით 2024 წლის 23 სექტემბერს გაფორმდა.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას „ჰიდრო ინვესტ ჯი ეის“ დირექტორი გიორგი მარგებაძე აცხადებს, ჰესის მშენებლობის დაწყება აგვისტოში იგეგმება, პროექტის შესრულების ვადა კი დაახლოებით 1.5 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰესი მშენებლობა 2027 წლისთვის უნდა დასრულდეს.

„პროექტის ჯამური ინვესტიცია 35 მლნ დოლარია. მისი დადგმული სიმძლავრე 22.4 მგვტ-ია და წელიწადში 100 მლნ კვტ/სთ-ის გამომუშავება იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა გიორგი მარგებაძე.

ცნობისთვის, კომპანია „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“ 2021 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 50%-იან წილს შპს „ჰაიდრო ინვესტი“ ფლობს. ამ კომპანიაში კი მაჟორიტარულ 50%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა. რაც შეეხება კომპანია „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ სხვა 3 აქციონერს, ისინი სომხეთის მოქალაქეები არიან. აქედან 17%-ის მფლობელი კარენ ჰარუტინიანი, ასევე 17% არა დარბინიანი და 16%-ს კი აიკ დარბინიანი ფლობენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *