ევროკავშირის კიდევ ერთმა წევრმა სახელმწიფომ ლიეტუვამ, გააუქმა უვიზო რეჟიმი საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები აქვთ. ლიეტუვის მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 21 მაისს მიიღო.
ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოს მიერ 2025 წლის იანვარში მიღებული იმ გადაწყვეტილების აღსრულებაა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელყოფის გამო, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები ვეღარ ისარგებლებენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით.
ლიეტუვის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მიღებული გადაწყვეტილება ხუთი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებს.
შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ბალტიის კიდევ ერთმა სახელმწიფომ, ევროკავშირის წევრმა ესტონეთმაც.
დიპლომატიური პასპორტების მფლობელებმა ვიზაზე განაცხადი უნდა შეიტანონ – ევროკავშირის ელჩი