„ქართული ოცნების“ ბოლო გადაწყვეტილება პოლიტიკური ოპონენტისა და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ პარტიის ლიდერის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ, შესანიშნავი დემონსტრირებაა იმისა, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს პოლიტიკური ერთეული. ეს მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ რეაგირებას ახლავე”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. ნიკა გვარამია ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. პროკურატურა მას „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ლიდერების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას ედავება. კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანია.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურამ მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დააკმაყოფილა.
აღნიშნული ბრალდებით უკვე დააკავეს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ორი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მელია. ამავე ბრალდებით ასევე დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი.