ლოგისტიკის სექტორის საერთაშორისო გამოფენა  და ფორუმი საქართველოში

ლოგისტიკის სექტორის საერთაშორისო გამოფენა  და ფორუმი საქართველოში

19-20 ივნისს,თბილისში, ექსპოჯორჯიას და საკონსულტაციო კომპანია სავის თანაორგანიზებით ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება,

ლოგისტიკის სექტორი საქართველოში ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება. 2023/24 წლებში ლოგისტიკამ ქვეყნის მთლიან ექსპორტში მნიშვნელოვანი წილი დაიკავა.

სწორედ ამ ეკონომიკურ და სტრატეგიულ რეალობაზე პასუხია საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი, რომელიც აერთიანებს ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას: საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო ლოგისტიკას, ასევე საწყობების ინფრასტრუქტურას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ფინანსურ მექანიზმებს.

ღონისძიება წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, სადაც ერთმანეთთან შეხვედრას შეძლებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიები, პორტების და სარკინიგზო უწყებების წარმომადგენლები, საჰაერო გადამზიდავები, საინვესტიციო და საფინანსო ინსტიტუტები და რაც მთავარია ყველა ის კომპანია რომელიც იმპორტ/ექსპორტით არის დაკავებული და ეძებს საუკეთესო ბიზნეს პარტნიორს.

კონფერენციის მთავარი თემებია:

  • შუა კორიდორის სტრატეგიული მნიშვნელობა
  • ლოგისტიკის სექტორის გამოწვევები საქართველოში
  • ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები
  • ციფრული ლოგისტიკის განვითარება

რატომ უნდა მიიღონ კომპანიებმა მონაწილეობა?

მონაწილეობის ბენეფიტები:

  • ახალი ბიზნესკავშირების დამყარება
  • პარტნიორობის შესაძლებლობები რეგიონულ და საერთაშორისო მოთამაშეებთან
  • საკუთარი ბრენდის წარმოჩენა მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე
  • ინფორმაციის მიღება უახლეს ტექნოლოგიებზე, ტენდენციებზე და რეგულაციებზე

ღონისძიება ტარდება პირველად, თუმცა ორგანიზატორების შეფასებით, იგი გახდება რეგულარული და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სექტორის განვითარებაში.

ღონისძიების გენერალური სპონსორია TBC ბანკი

გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად დაუკავშირდით: lt**********@*********ia.ge/ 599450786

კონფერენციაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ლინკზე: https://forms.gle/kQsmFaAbJue88PCcA

კონფერენციის დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ: www.logisticsexpo.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *