საქართველოში საწვავის ფასი კლებას განაგრძობს, რაც საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირებითაა განპირობებული.
მარტის ბოლოს ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 10-13 თეთრით შემცირების შემდეგ, მაისის დასაწყისში ბენზინის და დიზელის ფასია კიდევ 9-10 თეთრით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ლარის კურსის სტაბილურობის და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის/პლატსის ფასის შემცირების ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, მაისში საწვავის გაიაფებას კონკურენციის სააგენტოც აანონსებდა, საწვავის ბაზრის მონიტორინგის ანგარიშში.
ამ დროისთვის საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში ასეთია:
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი ბოლოს 6 მაისს შეიცვალა და 9-10 თეთრით გაიაფდა. დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
ეკო სუპერი – ₾3.43; კლება – 9 თეთრი;
ეკო პრემიუმი – ₾3.02; კლება – 10 თეთრი;
ეკო დიზელი – ₾2.97; კლება – 10 თეთრი;
ევრო დიზელი – ₾2.89; კლება – 10 თეთრი;
ევრო რეგულარი – ₾2.85; კლება – 10 თეთრი;
დიზელ ენერჯი – ₾2.84; კლება – 10 თეთრი;
Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 3 მაისს შემდეგ შეიცვალა და ყველა ტიპის საწვავი 10 თეთრით გაიაფდა. შედეგად, საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
G-Force სუპერი – ₾3.43, კლება – 10 თეთრი;
G-Force პრემიუმი – ₾3.03, კლება – 10 თეთრი;
G-Force ევრო რეგულარი – ₾2.93, კლება – 10 თეთრი;
ევრო რეგულარი – ₾2.83, კლება – 10 თეთრი;
G-Force ევრო დიზელი – ₾2.99, კლება – 10 თეთრი;
ევრო დიზელი – ₾2.89, კლება – 10 თეთრი;
გაზი – ₾1.69;
Socar-ის გასამართ სადგურებზე საწვავის ფასის ბოლო ცვლილება მარტის ბოლოს დაფიქსირდა, მაშინ ქსელში ფასები 5-10 თეთრით შემცირდა, დღეისთვის აღნიშნული ბრენდის გასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი ასეთია:
ნანო სუპერი – ₾3.50;
ნანო პრემიუმი – ₾3.10;
ნანო ევრო რეგულარი – ₾2.93;
ნანო ევრო 5 დიზელი – ₾3.04;
ევრო 5 დიზელი – ₾2.93;
CNG ბუნებრივი აირი – ₾1.60
ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელების, მაგალითად Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში, ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობა არ გვაქვს.
Rompetrol-ს ქსელში საწვავის ფასი 6 მაისის შემდეგ 10 თეთრით და მეტად არის შემცირებული და ასე გამოიყურება:
Efix სუპერი – ₾3.50
Efix ევრო პრემიუმი – ₾3.09
ევრო რეგულარი – ₾2.89
Efix ევრო დიზელი – ₾3.03
ევრო დიზელი – ₾2.93
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
Euro Super – ₾3.48;
Premium Avangard – ₾2.98;
Euro Regular – ₾2.83;
Euro Diesel – ₾2.98;
Portal-ის გასამართ სადგურებში საწვავის ფასი:
Super – ₾2.99
Premium – ₾2.79;
Euro Regular – ₾2.59;
Euro Diesel – ₾2.69;
Effect Diesel – ₾2.59;