მაკა ბოჭორიშვილი: აშშ-ს აქვს შესაძლებლობა, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობები

მაკა ბოჭორიშვილი: აშშ-ს აქვს შესაძლებლობა, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობები

მაკა ბოჭორიშვილი: “საელჩოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში და იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვაკვირდებოდით, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქმიანობას ბოლო პერიოდში. არ ვიცი ეს, საზოგადოებამ გააკეთოს დასკვნა, რამდენად შესაძლებელი იყო ამ პირობებში ურთიერთობების გაუმჯობესებაში საელჩოს ასეთ შემადგენლობას თუ ასეთ საელჩოს, მოდით ასე ვიტყვი, შეეტანა გარკვეული წვლილი. მე არ ვიცი რა არის მიზეზები, ჩვენ ვიცით მიზეზი ის, რაც გაცხადდა ელჩის მიერ, რომ ის ტოვებს დიპლომატიურ სამსახურს. ფაქტი არის ასეთი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს ახალი წარმომადგენელი საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ასევე აქვს შესაძლებლობა, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობები, ყოველგვარი წარსული, ასე ვთქვათ, რაღაც მოყოლილი ამბების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, თუ კი სურვილი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის, პოზიტიურ კონტექსტში, საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვის, რაზედაც არაერთხელ ისაუბრა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ისაუბრა ღია წერილშიც, რა თქმა უნდა, ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობები”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *