“მაკდონალდსმა” საქართველოში მობილურით წინასწარი შეკვეთის და გადახდის სერვისი დანერგა

“მაკდონალდსმა” საქართველოში მობილურით წინასწარი შეკვეთის და გადახდის სერვისი დანერგა

“მაკდონალდსმა” საქართველოში მობილურით წინასწარი შეკვეთის და გადახდის სერვისი დანერგა

„მაკდონალდს საქართველო“ სიამოვნებით აცნობს მომხმარებლებს მორიგ ციფრულ ინოვაციას — მობილური შეკვეთის და გადახდის ფუნქციას, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია “მაკდონალდსის” მობილურ აპლიკაციაში. ახალი ფუნქცია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დაზოგოს დრო, განათავსოს შეკვეთა სწრაფად, მარტივად, რიგის გარეშე და ანგარიშსწორება მოახდინოს პირდაპირ მობილური ტელეფონიდან, რაც მომსახურების გამოცდილებას მომხმარებლისთვის კიდევ უფრო სწრაფს და სასიამოვნოს ხდის.

„მაკდონალდსი“ საქართველოში უკვე 26 წელია ოპერირებს და ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ავითარებს სერვისებსა და ტექნოლოგიებს. ბრენდი ყოველთვის მოწინავეა ინოვაციების დანერგვისას და ქმნის გამოცდილებას, რომელიც ერგება თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს.

2018 წელს დანერგილ მობილური აპლიკაციას უკვე მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და წლიდან წლამდე რეკორდული მაჩვენებლებით იზრდება. მან არაერთი აღიარება მოიპოვა მსოფლიო მაკდონალდსებს შორის და წარმოაჩინა საქართველო, როგორც წარმატებული ციფრული მარკეტი.

სიახლე, აპლიკაციაში, რომელიც გულისხმობს მობილურით შეკვეთის და გადახდის ფუნქციონალს, კიდევ უფრო ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს მიიღონ შეკვეთა სხვადასხვა წერტილში:

  • გაცემის ზონა – მომხმარებელს შეუძლია მისვლისთანავე მარტივად განათავსოს შეკვეთა არჩეული რესტორანში აპლიკაციის საშუალებით და სწრაფად მიიღოს საყვარელი მენიუ გაცემის ზონაში.
  • მაგიდასთან მომსახურება – მაკდონალდსის რესტორნებში მაგიდაზე განთავსებული ნომრის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია მაგიდის დატოვებისა და თვითმომსახურების კიოსკებთან რიგში დგომის გარეშე განათავსოს მობილური შეკვეთა და მიიღოს სწრაფად. ამავდროულად, ისარგებლოს მაგიდაზე განთავსებული უკონტაქტო სმარტფონის დასამუხტი სადგურით.
  • მაკდრაივი – ეს შესაძლებლობა, მომხმარებელს აძლევს საშუალებას, წინასწარ განათავსოს და გადაიხადოს მობილურ აპლიკაციაში, ესტუმროს მაკდრაივს 2 საათის განმავლობაში და მარტივად, მობილურით შეკვეთის კოდის წარდგენის შემდეგ, გადავიდეს შეკვეთის მიღების ფანჯარასთან.
  • მობილურით შეკვეთის პარკინგი (curbside) – კიდევ ერთი უნიკალური, ინოვაციური გამოცდილება პირველად საქართველოში მაკდონალდსისგან, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, რესტორნის სპეციალურად გამოყოფილ ავტოსადგომზე პარკირების ნომრის მითითებით მიიღოს შეკვეთა მანქანიდან გადმოუსვლელად, რადგან მის შეკვეთას ჩვენი თანამშრომლები უშუალოდ ავტომობილთან მიაწვდიან.

აღსანიშნავია, რომ მაკდონალდსის აპლიკაცია მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს, გარდა მობილურით შეკვეთის, მათ შეუძლიათ ისარგებლონ:

  • ლოიალურობის პროგრამა – რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა ყოველი შენაძენზე დააგროვონ ქულები და გადაცვალონ სხვადასხვა ბრენდირებულ ნივთში, მიიღონ საჩუქრად მათი საყვარელი პროდუქტები ან ისარგებლონ კიდევ უფრო განსაკუთრებული შეთავაზებებით.
  • მუდმივად განახლებადი შეთავაზებები – აპლიკაციაში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია შეთავაზებები, რომელიც მოიცავს კიდევ უფრო მეტ ფასდაკლებას მათ საყვარელ პროდუქტებზე.
  • ექსკლუზიური მენიუ – პროდუქტი, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ მაკდონალდსის აპლიკაციაში მათი ერთგული, ლოიალური მომხმარებლებისთვის.

„უკვე ორი ათწლეულის განმავლობაში, “მაკდონალდსი” საქართველოში ინოვაციური მომსახურებით გამოირჩევა,“ — აცხადებენ „მაკდონალდს საქართველო“-ში. „მობილური შეკვეთის ფუნქცია პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის საჭიროებებს და გვიხარია, რომ კვლავ ვაგრძელებთ ახალი, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ქართულ ბაზარზე და კიდევ უფრო ვაუმჯობესებთ მომხმარებლის გამოცდილებას.“

მობილური შეკვეთის და გადახდის ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია “McDonald’s-ის საქართველოს” აპლიკაციაში iOS და Android სისტემებისთვის. ამ სიახლის გასაცნობად, მაკდონალდს საქართველომ დაიწყო აქტიური კამპანია 22 აპრილიდან, სადაც ამ ინოვაციის შესახებ აწვდის ინფორმაციას თავის ერთგულ მომხმარებელს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *