მაკრონის ადმინისტრაცია რუსულ დეზინფორმაციას ეხმაურება

მაკრონის ადმინისტრაცია რუსულ დეზინფორმაციას ეხმაურება

პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია რუსულ დეზინფორმაციას ეხმაურება და სოციალურ პლატფორმა X-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ “როდესაც ევროპული ერთიანობა არასასიამოვნო ხდება, დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ხელსახოცსაც ნარკოტიკს ამსგავსებს”. პოსტში ნათქვამია, რომ “ამ ყალბ ამბავს საფრანგეთის მტრები ავრცელებენ, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ჩვენ მანიპულაციების მიმართ ფხიზლად უნდა ვიყოთ”. When European unity becomes inconvenient, disinformation goes so far as to make a simple tissue look like drugs. This fake news is being spread by France’s enemies, both abroad and at home. We must remain vigilant against manipulation. pic.twitter.com/xyXhGm9Dsr — Élysée (@Elysee) May 11, 2025 ელისეს სასახლე ორ ფოტოს აქვეყნებს. პირველზე ჩანს ქაღალდში ხელსახოცი წარწერით: “ეს ხელსახოცი გასაწმენდადაა”. მეორეზე ევროპული ქვეყნების ლიდერები წარწერით: “ეს არის ევროპული ერთიანობა მშვიდობის ხელშესაწყობად”. შეგახსენებთ, რომ რუსულმა მედიამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაგიდაზე, რომლის გარშემოც ემანუელ მაკრონი გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერ ისხდნენ, თეთრ ფხვნილიანი პაკეტი იდო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *